მეუფე იაკობი - ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან - ყველას მიეხედება

ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან , - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკომპრომისოები იქნებიან და ყველას მიეხედება.

"ახლა მარხვაა და ველოდებით მარხვის ბოლომდე, რომ გამოფხიზლდნენ. წლები გადის და არათუ სინანული, არამედ გამოდიან სულელებივით ერთი და იმავე რაღაცას იძახიან. ნეტავ, თვითონ თუ სჯერათ, მაგრამ იმდენჯერ ლაპარაკობენ შეიძლება, ერთმანეთი დააჯერეს. საეკლესიო კანონებიც არის და მატყუარებს იგივე კანონით განაკანონებენ ხოლმე.

ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან. ეს ორაზროვანი ლაპარაკები ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ცოტა დაფიქრდნენ და აირჩიონ სად დგანან - ღმერთთან დგანან, თუ მატყუარებთან დგანან. იმიტომ, რომ უკომპრომისოები ვიქნებით, (მერე უკვე ავტორიტეტიც აღარ არსებობს მასე, რომ იქცევიან) და ყველას მიეხედება აბსოლუტურად. ერთობა ვიცი, ნამდვილი ერთობა, ძალად ერთობა არ გამიგია მე”, - აღნიშნა მეუფემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა