ლევან იოსელიანი - საპენსიო სესხებზე 36 პროცენტის მიღმა რომ რაღაც ინტერესია და ვიღაც არის ამის მფარველი, რომ ასეთი მაღალი პროცენტი იყოს, ეს ხომ ფაქტია?

საპენსიო სესხებზე 36 პროცენტის მიღმა რომ რაღაც ინტერესია, ვიღაც არის ამის მფარველი და ვიღაცის ინტერესშია, რომ ასეთი მაღალი პროცენტი იყოს, ეს ხომ ფაქტია? ეს ასე იყო აქამდეც, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ- ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით კითხვები აქვს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძესთან და საკომიტეტო მოსმენაც ამისთვის იმართება, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ამასთან, იოსელიანისთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება პენსიონერმა პენსია და შესაბამისად, სესხიც აიღოს იმ ბანკში, რომელშიც მას სურს.

„იცით, რომ „ლიბერთი ბანკს“ ეს კონტრაქტი მოჰყვება ტრადიციულად ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებისგან. ჩვენთვის საინტერესოა, რატომ მოხდა ამ ხელისუფლების პირობებში ყველანაირი კონკურენციის გარეშე იგივე პირობებით კონტრაქტის გაგრძელება, როცა არ ჩატარდა არანაირი გამჭვირვალე ტენდერი და იგივე ბანკი არის დღეს პენსიების განმკარგავი. ყველა ამ კითხვაზე გვინდა მათგან მოვისმინოთ პასუხი და პასუხი მოვისმინოთ მთავარ კითხვაზე, რატომ ვახდევინებთ ყველაზე დაუცველ ფენას - პენსიონერებს ყველაზე დიდ პროცენტს - 36 პროცენტს. ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა და ეს უნდა შეიცვალოს. ირაკლი რუხაძე არის ერთ- ერთი აქციონერი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ შორის, მისი როლი არის ჩემთვის საინტერესო ამ ამბავში, რადგან „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო თანხებიდან მიღებული შემოსავალი საკმაოდ დიდია და ამაზეც გვექნება კითხვები. არსებობს მარტივი გამოსავალი - პენსიონერებმა აიღონ სამართლიან პროცენტში ის სესხი, რასაც იღებენ და აიღონ იმ ბანკებში, რომელსაც თავად აირჩევენ. ეს არის ძალიან მარტივი. თუ ჩვენ მოქალაქეებს შეგვიძლია გავხსნათ ანგარიში იმ ბანკში, რომელიც ჩვენთვის არის მისაღები, მაშინ რატომ არ შეუძლია პენსიონერს აიღოს პენსია იმ ბანკში, სადაც მას უნდა?” - განაცხადა იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა