ზურა ჯაფარიძე „გირჩის“ 7-პუნქტიან გეგმაზე - შანსი არაა, რომ ამაზე „ქართული ოცნება" წამოვიდეს

კარგი პუნქტებია, მაგრამ შანსი არაა, რომ ამაზე „ქართული ოცნება" წამოვიდეს - მაქსიმუმ დაპირდნენ. არ წამოვა ზუსტად ვიცი! - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „გირჩის“ 7 - პუნქტიან გეგმას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „გირჩის" მოთხოვნები არარეალისტურია.

„კარგი პუნქტებია, მაგრამ შანსი არაა, რომ მაგაზე „ქართული ოცნება" წამოვიდეს - მაქსიმუმ დაპირდნენ. არ წამოვა ზუსტად ვიცი! მსგავსი არარეალისტური მოთხოვნები მაგათ რამდენჯერმე გააკეთეს, სინამდვილეში ნებისმიერი მაგ პუნქტის შესრულება ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების დათმობას გულისხმობს, ჩემი აზრით კი, ის ძალაუფლებას არ დათმობს. ან რატომ უნდა დათმოს, როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე ისედაც ჩანს, რომ ეგ ადამიანები ისედაც აპირებენ შესვლას", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „გირჩი“ იმ მოთხოვნებს ასახელებს, რა შემთხვევაშიც მზადაა, ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. პარტიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები 7 პუნქტისგან შედგება.

ეს პუნქტებია:

ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;

კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან;

რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;

(მოქმედებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში)

პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული;

ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;

რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად;

მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა