დავით სერგეენკო „გირჩზე“ - წინასწარ ულტიმატუმით საუბარი არ შეიძლება - ეს არ არის ნოტარიული ბიურო, სადაც რაღაცის შეკვეთას აძლევ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს განმარტებით, „გირჩის“ მხრიდან წინასწარ გარანტიების მოთხოვნა, რომ მათი კანონპროექტები გავიდეს და ამის სანაცვლოდ შევლენ პარლამენტში, სულ მცირე, არასერიოზულია.

მისი განმარტებით, პარლამენტში კანონპროექტის წარდგენას თავისი წესი აქვს და პარლამენტში ნამუშევარმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ნოტარიული ბიურო, სადაც რაღაცას შეუკვეთავ.

ამასთანავე, მისი თქმით, წინასწარ ულტიმატუმები საუბარი არ შეიძლება.

„მე არ გავცნობივარ „გირჩის“ პირობებს, თუმცა მოცემულობა ასეთია, რომ წინასწარ ულტიმატუმით საუბარი არ შეიძლება. მაგალითად, პარლამენტში შემოვალთ, ოღონდ ბანერთან დავდგებით და პლენარულ დარბაზში არ შევალთ - ნონსენსია. ისინი მოქმედი პარლამენტის წევრები არიან საქართველოს კონსტიტუციით და შეუძლიათ სტამბაში დაბეჭდონ და ნებისმიერ ადგილას დადგან ეს ბანერი და მის წინ გააკეთონ ეს განცხხადებები. ასეთი აბსურდული სელექტიურობა წარმოუდგენელია. ახლა მეორე, მარიხუანას ლეგალიზაციაზე იქნება თუ რაიმე სხვაზე, განათლების საკითხებზე, მით უმეტეს, პარლამენტში ნამუშევარმა ადამიანებმა არ შეიძლება არ იცოდნენ, რომ ეს არ არის ნოტარიული ბიურო, სადაც შეკვეთას აძლევ რაღაცისას. აქ შემოდის ნებისმიერი საკითხი, რომელიც გადის პირველად მსჯელობას კომიტეტებში და მერე არის პლენალურ სხდომაზე მსჯელობა, წინასწარ განატიები მოითხოვო, რომ შენი კანონპროექტი გავიდეს და ამიტომ შემოვა, მინიმუმ არასერიოზულია“, - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ „გირჩი“ 7 მოთხოვნას ასახელებს და აცხადებს, რომ მინიმუმ ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს

„გირჩი“ ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ „ქართული ოცნება“ დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას.

„� ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული

სისტემით და ბუნებრივი ბარიერით.

� კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან.

� რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ.

(მოქმედებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში)

� პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული.

� ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი.

� რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად.

� მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია“, - ნათქვამია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს