„ევროპის უნივერსიტეტისა" და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო

"ევროპის უნივერსიტეტისა" და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსი თემაზე - "საქართველოს ევროპული მომავალი“, მეორე ეტაპზე გადავიდა. კონკურსში მონაწილეთა 75%-მა 21-ქულიანი ბარიერი წარმატებით გადალახა. "ევროპის უნივერსიტეტის“ ცნობით, ამჟამად, კომისიის ჩართულობით, გამარჯვებულების გამოსავლენად ესსების დამუშავება მიმდინარეობს. მეორე ეტაპზე გადასული ნაშრომები უკვე გადაეგზავნა საფრანგეთის საელჩოს, რომლებიც გამოავლენენ ელჩის რჩეულ ესსეს ავტორსა და პერსონალურად დააჯილდოებენ.

„აღსანიშნავია, რომ "ევროპის უნივერსიტეტისა" და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებული ესსეების კონკურსი 6 მარტს გაიმართა. კონკურსში მე-11 - მე-12 კლასის მოსწავლეები როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან მონაწილეობდნენ და მის მიზანს წარმოადგენდა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება. კონკურსი "ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ჩატარდა და გამარჯვებულიც, სიმბოლურად, 9 მაისს, "ევროპის დღეს" გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის საელჩოს რეზიდენციაში გაიმართება.

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ევროპის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: eu.edu.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა