სამოქალაქო აქტივისტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ

სამოქალაქო აქტივისტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ.

შეხვედრა სამოქალაქო აქტივისტებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელს შორის 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ამ დრომდე ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ, შედგება თუ არა შეხვედრა.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის 5 - დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას მოითხოვენ.

დღეს სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები შენობაში შესვლას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციაზე 6 აქტივისტი დააკავეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს