დავით კოდუას მეუღლე - ძალადობა არ ყოფილა, სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა -  მისი დაჭერა სულ არ მინდა, მინდოდა, შემაკავებელი ორდერი გამოეწერათ

ბიზნესმენი დავით კოდუას ცოლი, ნათია გედევანიშვილი, გუშინ ღამით მათ ოჯახში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს.

როგორც გედევანიშვილმა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ განუცხადა, მეუღლის დაჭერა არ სურდა, თუმცა ითხოვს, რომ მას შემაკავებული ორდერი გამოუწერონ.

„წუხელ მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში, ეს ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. მაგიდის აყირავებაც იყო, მე ავაყირავე მაგიდა. კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო. მინდა, რომ გამოუწერონ მიუკარებლობა, მისი დაჭერა სულ არ მინდა. ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ და გამოეწერათ ორდერი. ვითხოვ კვალიფიკაციის შეცვლას, საერთოდ არ იყო დაჭერაზე საუბარი, მინდოდა, რომ ორდერი გამოეწერათ, რომ არ მისულიყო ძალადობამდე“, - აღნიშნა ნათია გედევანიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, მის თვალთან არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით, გედევანიშვილი აცხადებს, რომ თვალი სავარძელს თავად მიარტყა.

შეგახსენებთ, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე კოდუას მხრიდან მეუღლისა და ქალიშვილის მიმართ ძალადობას ეხება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 126-პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება