გიგა ბოკერია "ნამახვანჰესზე" - სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებები იყო მთლიანად უკანონო, ანტიკონსტიტუციური, ყოველგვარ გონივრულ საფუძველს მოკლებული

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებები არაკონსტიტუციური იყო და მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავდა.

როგორც ბოკერია განმარტავს, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის ძალიან კრიტიკული პროტესტის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც აშკარად ქსენოფობიურია.

„აბსოლუტურად ცალსახაა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებები, განსაკუთრებით ამ ბოლო დღეებში, იყო მთლიანად უკანონო, ანტიკონსტიტუციური, ყოველგვარ გონივრულ საფუძველს მოკლებული და ზღუდავდა ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს – პოლიტიკური პროტესტის უფლებას, გადაადგილების უფლებას, შეიძლება ითქვას, სიტყვის თავისუფლებას.

მინდა ხაზი გავუსვა, არანაირ კავშირში არ არის შინაარსის შეფასება. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის ძალიან კრიტიკული პროტესტის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც აშკარად ქსენოფობიურია. ასეთი განცხადებებიც არაერთხელ მოვისმინეთ. არანაირ კავშირში არ არის ამ საკითხთან ის, თუ რა წარმოშობისაა ინვესტორი. საუბრები "ოკუპაციაზე" კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი პოლიტიკური შინაარსის გზავნილის მქონე ჩვენს მოქალაქეებს აქვთ იგივე კონსტიტუციური უფლებები, რაც ყველა დანარჩენს. ამ პროტესტის მონაწილეები არიან ხალხი, რომელსაც არ აქვს ქსენოფობიური გზავნილი. არამედ, აქვს სხვა კუთხით კრიტიკული დამოკიდებულება ამ პროექტთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა