გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე - თავგამოდებით იბრძვიან იმისათვის, რომ ნიკა მელია როგორმე ციხეში დარჩეს

თავგამოდებით იბრძვიან იმისათვის, რომ ნიკა მელია როგორმე ციხეში დარჩეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კითხვები მელიას პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებით ოპოზიციას ეკუთვნის, რადგან სწორედ ისინი ცდილობენ, რომ ეს პროცესი პოლიტიკურად გამოიყენონ.

მაჭარაშვილის თქმით, სასამართლო დღეს მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, ხოლო მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესზე პოლიტიკოსების მხრიდან წინასწარ კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნება, რადგან სწორედ ეს იქნება მართლმსაჯულების პოლიტიზირება.

„ეს კითხვები ეკუთვნის ოპოზიციას, თავად ნიკა მელიას და მის ადვოკატებს, რომლებიც ასე თავგამოდებით იბრძვიან იმისათვის, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი როგორმე დარჩეს ციხეში, ამას არც მალავენ. ოპოზიცია მოუწოდებს ნიკა მელიას არ გადაიხადოს გირაო და არ დატოვოს საპყრობილე. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ეს პროცესი მათ უნდათ გამოიყენონ პოლიტიკურად. მგონი ეს ცხადია და ეს კითხვები მგონი უფრო მეტად მათ ეკუთვნით. რაც შეეხება რა მოლაპარაკებები იმართებოდა გუნდში, მინდა გითხრათ, რომ გუნდში კონსულტაციები იმართებოდა იქამდე, სანამ ნიკა მელიას იმუნიტეტის საკითხი იხილებოდა. ეს ბუნებრივია, რომ ასეთ დროს გუნდში კონსულტაციები იმართებოდა, რადგან ჩვენ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება. ჩვენ ვმსჯელობდით გუნდში იქნებოდა თუ არა მართებული იმუნიტეტის შეჩერება,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა