დიმიტრი საძაგლიშვილი - თუკი აქამდე ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარი იყო, დღევანდელი პროცესის შემდეგ ის არის პოლიტიკური ტყვე

თუკი აქამდე ნიკა მელია იყო პოლიტიკური პატიმარი, დღევანდელი პროცესის შემდეგ ის არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ვაჭრობის საგნად იყენებს ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, მოსალოდნელი იყო, რომ ხელისუფლება არ მიიღებდა გონივრულ გადაწყვეტილებას ნიკა მელიასთან დაკავშირებით და ეს დღეს უბრალოდ გაფორმდა.

„თუკი აქამდე ნიკა მელია იყო პოლიტიკური პატიმარი, დღევანდელი პროცესის შემდეგ ის არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ვაჭრობის საგნად იყენებს ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში. ეს გამოჩნდა იმით, რომ პროკურატურა, რომელსაც ურთიერთწინააღმდეგობრივი და გაუგებარი პოზიცია ჰქონდა, ერთი მხრივ, ამტკიცებდა, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში არ არის წინააღმდეგი, რომ ნიკა მელია თავისუფლებაზე იყოს, მეორე მხრივ, კი ამბობდა, რომ მხარს უჭერდა პატიმრობაში დატოვებას, ასეთი წინააღმდეგობრივი პოზიციის არსებობისას, ბუნებრივია, რომ სასამართლოს ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი. პატიმრობა გამოიყენება მაშინ, როცა ის არის უალტერნატივო საშუალება, რადგან პროკურატურის პოზიცია არ იყო ასეთი, რომ პატიმრობა უალტერნატივო საშუალებაა, სასამართლო შებოჭილი იყო პროკურატურის ამ პოზიციით. შესაბამისად, უნდა გაეთავისუფლებინა ნიკა მელია. თუმცა, ცხადია, რომ ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ვართ სასამართლოში, ან მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას. ამ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური ხელისუფლება და ამის აღიარებაც მოსმენილი გვაქვს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდან.

შემდგომი სხდომა 29 აპრილს არის დანიშნული, რაც შეეხება იმას, თუ რას გავაკეთებთ, ჩვენ შევათანხმებთ პოზიციებს ნიკა მელიასთან და მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რას და როგორ გავაკეთებთ“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი