რუსეთს, წვრთნების ფარგლებში, კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გადაჰყავს

რუსეთს, წვრთნების ფარგლებში, კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში სამხედრო ხომალდები გადაჰყავს.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გადაადგილებას ექვემდებარება კასპიის ფლოტილიაში შემავალი 15 ხომალდი, მათ შორის სამი საარტილერიო და რვა სადესანტო, ასევე დამხმარე გემები. ისინი, შავი ზღვის ფლოტის ძალებთან თანამშრომლობით, მონაწილეობას მიიღებს საზღვაო წვრთნებში.

სამხედრო ხომალდები შავი ზღვისკენ ვოლგა-დონის გავლით მიემართებიან. რუსეთის შავი ზღვის ბაზა ანექსირებულ ყირიმში მდებარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა