ნუგზარ წიკლაური - მელიას და რურუას ციხეში ყოფნა, მოლაპარაკებების პროცესის „ტორპედირებაა“ - ალბათ, ცალმხრივი სიყვარული არსებობს, მაგრამ პოლიტიკაში ცალმხრივად საკითხების გადაწყვეტა, შეუძლებელია

ნიკა მელიას და გიორგი რურუას ციხეში ყოფნა, რა თქმა უნდა, არის პირდაპირი ტორპედირება მოლაპარაკებების პროცესის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, აუცილებელია ევროპელ მედიატორებთან ერთად პროცესში საქართველოს ამერიკელი მეგობრებიც ჩაერთონ.

„მელიას ციხეში ყოფნა, გიორგი რურუას ციხეში ყოფნა რა თქმა უნდა, არის პირდაპირი ტორპედირება მოლაპარაკებების პროცესის. ჩვენ მართლა უმძიმეს ვითარებაში გადავდგით ნაბიჯი კონსტრუქციულობისკენ, მაინც ვმონაწილეობდით მოლაპარაკებებში, განვიხილავდით იმ გეგმას, რომელიც ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა შემოგვთავაზეს. ახლა მნიშვნელოვანი იქნება თუ ჩაერთვებიან ამერიკელი მეგობრები იმისთვის, რომ კიდევ უფრო წონადი გახდეს ის შეთავაზებები, რომელიც მათ აქვთ ქართული პოლიტიკური სპექტრის მიმართ. ცალმხრივი სიყვარული არსებობს ალბათ, მაგრამ შეუძლებელია ცალმხრივად რაღაც საკითხების გადაწყვეტა პოლიტიკაში. როგორი დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი სურვილი, რომ გადავიყვანოთ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჩარჩოში, სადაც დაპირისპირებას კი არ ექნება ადგილი, არამედ პოლიტიკურ დიალოგს, თუ ხელისუფლება შემოგვთავაზებს ამ ტიპის ნაბიჯებს, როგორიც არის ნიკა მელიას კიდევ ერთხელ ციხეში ჩატოვება, 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად გიორგი რურუას ციხეში ჩატოვება - იგივე ნაბიჯებს, რასაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ „ნამახვანში“, გააგრძელებს ძარცვის პოლიტიკას, ის კარს დაუხურავს ამ მოლაპარაკებებს. როდესაც ამ ტიპის დიქტატურა ყალიბდება ქვეყანაში, ერთადერთი, ვისაც შეუძლია წინ აღუდგეს, ეს არის ქართველი ხალხი. ჩვენ მზად ვართ ქართველ ხალხთან ერთად ვიყოთ, ამ ბრძოლის ყველაზე მძიმე ადგილებში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები. თუ როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება, სულ მოკლე ხანში გამოჩნდება. მთავარია, რომ ოპოზიცია ერთიანია, მოსყიდვამ და დაშინებამ ვერ გატეხა“, - განაცხადა წიკლაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა