კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მართვისთვის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ცენტრები ამოქმედდება

„ევექსი ჰოსპიტლების“ ბაზაზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები ამოქმედდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევექსი ჰოსპიტლებიდან” აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმზე კვალს ტოვებს. შესაბამისად, მისი გართულებების მართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია.

„გართულებები განსაკუთრებით ხშირია რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება რეკომენდებულია მათთვისაც, ვისაც კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ ჩივილები არ აღენიშნებათ.

ერთ-ერთი პირველია თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრი, სადაც 14 აპრილიდან კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრი ამოქმედდა და პაციენტებს უახლესი საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად კორონავირუსის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მკურნალობა უტარდებათ.

კოვიდ-გადატანილი პაციენტების ჯანმრთელობაზე როგორც ფიზიკური, ისე - ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ექიმების მულტიდისციპლინური გუნდი იზრუნებს. ცენტრში შესაძლებელია ამბულატორიული და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარული მომსახურების ერთ სივრცეში მიღება. დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, გადამზადებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის და ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის მიერ. მკურნალობა ინდივიდუალური მიდგომით იგეგმება და ითვალისწინებს რეაბილიტაციის კურსსაც, როგორც უშუალოდ კავკასიის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, ასევე საქართველოს ბალნეოლოგიურ კურორტებზე.

გარდა ამისა, ცენტრი სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მოსახლეობას მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ შესთავაზებს თერაპევტის მომსახურებას და ჯგუფურ ფსიქოლოგიური სეანსებს.

ევექსის ჰოსპიტალური ქსელი მაისის ბოლომდე კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზეც აამოქმედებს, რაც მოსახლეობისთვის სერვისზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას გაზრდის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 2 600 600 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.cmchospital.ge

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა