ლელა ქებურია - გახარიას პოლიტიკური განაცხადი სერიოზულობას შეიძენს მარტივი ტესტის ჩაბარების შემდეგ - უნდა თქვან, რას ფიქრობენ პოლიტპატიმრების არსებობაზე და ვადამდელ არჩევნებზე

გახარიას პოლიტიკური განაცხადი სერიოზულობას შეიძენს მარტივი ტესტის ჩაბარების შემდეგ - გახარიამ და იმ ადამიანებმა, რომლებმაც განცხადება გააკეთეს, უნდა თქვან რას ფიქრობენ ისინი პოლიტპატიმრების არსებობაზე და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლელა ქებურია „ქართული ოცნების“ 6 დეპუტატის მიერ პარტიის დატოვებას და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გუნდის ჩამოყალიბებას.

ლელა ქებურიას განცხადებით, გახარია გაექცა პასუხისმგებლობას და მისგან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე არცერთი მკაფიო პოზიცია არ მოგვისმენია.

„იმისათვის, რომ გავიგოთ რამდენად სერიოზული ძალაა, მნიშნველოვანია ვიცოდეთ რა რაოდენობაა დეპუტატების და არის თუ არა საკმარისი, რომ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადონ. გარდა იმისა, რომ გახარია გაექცა პასუხისმგებლობას, არ მოგვისმენია არცერთი მკაფიო პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. გახარიას პოლიტიკური განაცხადი სერიოზულობას შეიძენს მარტივი ტესტის ჩაბარების შემდეგ - გახარიამ და იმ ადამიანებმა რომლებმაც განცხადება გააკეთეს, უნდა თქვან, რას ფიქრობენ ისინი პოლიტპატიმრების არსებობაზე, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ამასთან, გახარიას აქვს ერთ მარტივ კითხვაზე პასუხი გასაცემი, თუ ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისის დარბევასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლელა ქებურიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ. ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა