ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივნისში საქართველოში „ფაიზერის“ ლიმიტირებული დოზები შემოვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინის დაახლოებით მილიონი დოზაა შეკვეთილი, თუმცა, როდის შემოვა ის ქვეყანაში, ზუსტი თარიღი უცნობია.

როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, ივნისში „ფაიზერის“ ლიმიტირებული დოზები შემოვა.

„ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობა აქტიურად არის ჩართული. საუბარია მილიონ დოზაზე, ეს ოფიციალურად შეეკვეთა „ფაიზერს“, თუმცა, ზუსტი ან მიახლოებითი თარიღი, თუ როდის შეიძლება შემოვიდეს ან როგორი ეტაპობრიობით, ჯერ არ არის ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ ივნისში „ფაიზერის“ გარკვეული დოზები იქნება, ისევ „კოვაქსით“, მაგრამ ძალიან ლიმიტირებული დოზები შემოვა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია