ჯაბა სამუშია თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს დღეს თბილისის საერთაშორისო სკოლის უფროსკლასელები და პედაგოგები ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის ფონდი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ მათ ფონდის იმ კონკურსების შესახებ გააცნო ინფორმაცია, რომელთა მიზანი მოსწავლეებს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისადმი ინტერესის გაღვივებაა.

„ასევე, ესაუბრა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებზე, მოვლენებზე, ქართველი მეფეების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე და უპასუხა დაინტერესებული მოსწავლეების კითხვებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა