ვლადიმერ ბოჟაძე - რუსეთიდან სპეციალურად მოავლინეს ბიზნესმენი ილია ძოწენიძე, რომელიც დადის „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე და დავალებული აქვს აქციების ფინანსური მხარდაჭერა

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთიდან სპეციალური დავალებით თბილისში მოავლინეს ბიზნესმენი ილია ძოწენიძე, რომელიც ფიზიკურადაც დადის ნამახვანის საწინააღმდეგო აქციაზე, ასევე მას დავალებული აქვს აქციების ფინანსური მხარდაჭერა და რუსეთიდან მართული პოლიტიკოსების ჩართვა აქციებში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე წერს.

მისი თქმით, დღეს ამის პირველი მაგალითიც გამოჩნდა - „ქართული მარში“ უკვე ოფიციალურად ჩავიდა გუმათში ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად.

„რაც შეეხება ილია ძოწენიძეს, ის რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებს ფლობს, ასევე მისი კომპანია აშენებს გვირაბებს და გზებს. ძოწენიძე რამდენიმე წლის წინ თავად მედვედევმა დააჯილდოვა ოქროს მედლით წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის.

სწორედ ძოწენიძე აფინანსებს საქართველოში მოქმედ ყველა რუსულ პარტიას, მათ შორის ის არის ბურჯანაძის პარტიის დამფინანსებელი და სწორედ მან დაუგეგმა ბურჯანაძეს მოსკოვში პუტინთან შეხვედრა. ის ასევე აფინანსებს რუსეთიდან მართულ „პრიმაკოვის ცენტრს“.

აი სწორედ ეს ადამიანი მოავლინეს რუსეთიდან იმისათვის, რომ ააგოროს საპროტესტო ტალღა, მოაწყოს არეულობა და ხელი შეუშალოს ჰესის მშენებლობას. ილია ძოწენიძე ახლა სწორედ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება და პირადად აფინანსებს და ხელმძღვანელობს რუსულ სპეცოპერაციას ნამახვანის წინააღმდეგ“, - წერს ბოჟაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა