დავით სერგეენკო - ბოლო დღებში უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებს "ოცნების" კრიტიკის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ, ეს არაა პოლიტიკური კაპიტალი, რომ მათ ვინმემ ხმა მისცეს

ბოლო დღების განმავლობაში, ამ ადამიანებს "ქართული ოცნების" კრიტიკის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ და ეს არ არის პოლიტიკური კაპიტალი იმისათვის, რომ მათ ვინმემ ხმა მისცეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ უმრავლესობას დეპუტატები კიდევ დატოვებენ, სერგეენკო აცხადებს, რომ "ეს არ იყო გადინების პირველი ეტაპი, არამედ იყო ერთჯერადი ქმედება".

"ჩემთვის პარტიიდან ექვსი დეპუტატის წასვლა მოულოდნელი იყო, წინასწარი კონსულტაციები არ ყოფილა. ამ ადამიანებმა უნდა აგვიხსნან და დაგვარწმუნონ თავისი ნაბიჯების სისწორეში, სხვა მხრივ უფრო მეტი კითხვა იქნება, ვიდრე პასუხები. მთავარი კითხვაა, რას სთავაზობს ახალი პოლიტიკური ძალა საზოგადოებას? რაც ბოლო დღეებში მოვისმინეთ, მხოლოდ "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკა იყო. კრიტიკა ძალიან ადვილია, საქმის კეთებაა ძალიან ძნელი,"- აცხადებს სერგეენკო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს