კომპანია „ენკამ“ მზადყოფნა გამოთქვა „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია „ენკამ“ გამოთქვა მზადყოფნა „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით შეიქმნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის ორგანზიაციები - „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „მწვანეები“, „განახლებადი ენერგიების ასოციაცია“ და სხვა.

„საბჭოს წევრი იოსებ ცაბაძე არსებული კვლევების პრეზენტაციას წარადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტთა საბჭოს წევრებისა და დარგის სპეციალისტებისთვის და მათთან ერთად მოხდება განხილვა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადაეგზავნება ხელახალი განხილვის მიზნით.

პრეზენტაცია მიმდინარე წლის 16 აპრილს, 16:30 საათზე, სასტუმრო "შერატონში" გაიმართება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: კომპანია "ენკამ" მზადყოფნა გამოთქვა "ნამახვანჰესის" პროექტის არსებული კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა