კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა

კრიპტო ბირჟა Сryptal-ი, რომელმაც საქართველოს ბაზარზე ყველაზე მაღალი ლიკვიდობის მქონე ბირჟა შექმნა, მომხმარებლებს მორიგ სიახლეს სთავაზობს. ამიერიდან პლატფორმიდან ლარის განაღდება Visa და Mastercard ბარათებით 0%-ში შეიძლება. დღიური ლიმიტი ერთ მომხმარებელზე, ბარათით გატანის შემთხვევაში, 3000 ლარია, ხოლო თვიური ლიმიტი - 30 000 ლარი.

Cryptal-ზე კრიპტოვალუტების შეძენა სულ რაღაც 15 ლარიდან არის შესაძლებელი. ბირჟაზე შეგიძლიათ ივაჭროთ ლარის, დოლარისა და ბიტკოინის წყვილებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო კრიპტოვალუტებთან - BTC, ETH, LTC, BCH, LINK და USDT. ამასთნ, პლატფორმაზე შემოთავაზებული კოინები მუდმივად იზრდება და მალე მომხმარერბლებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ისეთი დეცენტრალიზებული ქოინები, როგორებიცაა UNI, COMP და DAI.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ხვიჩა კოპინაძე აღნიშნავს: „ჩვენ მუდმივად ვზრუნვავთ ჩვენს მომხმარებლებზე და ვცდილობთ, რომ მათ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული დანახარჯები მაქსიმალურად შევუმციროთ. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საერთაშორისო დონის კრიპტო ბირჟა, რომელიც რეალურ ღირებულებას შეუქმნის მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს გარშემო.“

კრიპტალი არის CryptX ჯგუფის შვილობილი კომპანია. CryptX ჯგუფი 2017 წლიდან აქტიურად ქმნის საერთაშორისო დონის ბლოკჩეინ და ფინტეკ პროდუქტებს.

(R)

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება