სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებს შეეხო.

„მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს.

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, გადასცა სომხეთის პატრიარქ გარეგინ II-ის მოკითხვა და ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების იმედი გამოთქვა“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა