სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო - პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" 2021 წლის პირველი აუქციონები წარმატებით დასრულდა

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" 2021 წლის პირველი აუქციონები წარმატებით დასრულდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების პროაქტიული გაყიდვების და ქვეყნის ეკონომიკაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" გაფართოვდა და უფრო მასშტაბური სახე მიიღო.

„სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის მარტში გამოცხადებული ელექტრონული აუქციონები წარმატებით დაასრულა. გაყიდული ქონების ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ფასი ქონების საწყის ღირებულებას დაახლოებით 50%-ით აღემატება. აუქციონების დასრულებამდე წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზის მიუხედავად, ვაჭრობის პროცესი წარმატებით დასრულდა და ყველა მონაწილეს საშუალება მიეცა დაუბრკოლებლად დაეფიქსირებინა საკუთარი შეთავაზება.

პროგრამის ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იყო სხვადასხვა ტიპის ქონება, მათ შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისთვის საჭირო ობიექტები. სააგენტომ ბიზნეს სექტორს 300 მილიონ ლარამდე ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი შესთავაზა, საიდანაც 109 ლოტზე ვაჭრობის შედეგად საწყისი ორმოცი მილიონი ლარიდან საბოლოო შედეგმა 60 მილიონ ლარს გადააჭარბა. პრივატიზებულ ქონებას შორის არის სახელმწიფო საწარმო თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის 100%-იან წილი“, - აღნიშნულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის" 2019 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით ჯამში პრივატიზებულია 151,878,251 ლარის ღირებულების 224 ერთეული ქონება.

სააგენტოს ინფორმაციით, მომავალშიც გააგრძელებენ საპრივატიზებო რუკაზე ახალი, კომერციულად საინტერესო შეთავაზებების ინიცირებას და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა