მამუკა ხაზარაძე - „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

„ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს, - ასე აფასებს „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე მმართველი გუნდის ხელმოწერას.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, 5 პუნქტიდად 3-ს ოპოზიცია მოლაპარაკების დროს დაეთანხმა.

„ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს.

შეგახსენებთ, 5 პუნქტიდად 3-ს ოპოზიცია იქვე, მოლაპარაკების დროს დაეთანხმა.

დარჩენილ ორ პუნქტზე, პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე, იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმულაზე, რომელიც ბოლო შეხვედრის დროს ვერ დასრულდა.

ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბატონი დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა