„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს „სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა“

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულის, ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატის, გიორგი ჭოჭუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი არ ყოფილა და მხოლოდ სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, წურწუმია სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. ამასთან, მისი განმარტებით, დაკავებულს ემოციური ფონი აქვს და ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს.

„ამ ეტაპზე სარგებლობს დუმილის უფლებით, ვინაიდან არის ძალიან აღელვებული. დიდი ემოციური ფონი აქვს და ხვალიდან დამშვიდებულზე ითანამშრომლებს გამოძიებასთან. მას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. ჰქონდა სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი.

არანაირი დაზიანება არ აქვს. თვითონვე ჩაბარდა. ახლა იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორში. ხვალ შევალთ ადვოკატები, მოვინახულებთ და დანარჩენი, რომ გავესაუბრებით მეტი ინფორმაცია გვექნება. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, ხვალ დაგვიკავშირდებიან“,- განაცხადა გიორგი ჭოჭუამ.

ცნობისთვის, დღეს, თბილისში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს ერთი პირი დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. მამაკაცი მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!