ჯერი კონოლი -  ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ ხელისუფლებას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული იდეალების ერთგულების გარშემო - მოხარული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიზნისკენ მიმართა ძალისხმევა

ამერიკელი კონგრესმენი და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერი კონოლი ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს. იგი „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ ნაბიჯს დადებითად აფასებს.

„ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ ხელისუფლებას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული იდეალების ერთგულების გარშემო. მოხარული ვარ, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიზნისკენ მიმართა საკუთარი ძალისხმევა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წაახალისა, იგივე გააკეთოს“, - წერს კონგრესმენი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა