ევროპარლამენტარი - ბოლოს და ბოლოს კარგი ამბავია საქართველოდან - დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა არსებული ჩიხიდან გამოსვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი „ქართული ოცნების“ მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციას მიესალმება, რომ პარტია კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.

„ბოლოს და ბოლოს კარგი ამბავია საქართველოდან. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ევროპული საბჭოს დესპანის მიერ წარდგენილ შეთანხმებას. ეს არის არსებული ჩიხიდან ნაყოფიერი გამოსვლისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ნაბიჯს სხვა დაინტერესებული მხარეებიც მიყვებიან“, - წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა.

იხილეთ ვიდეო:ევროპარლამენტარი - ბოლოს და ბოლოს კარგი ამბავია საქართველოდან - დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა არსებული ჩიხიდან გამოსვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა