სხვადასხვა სამუშაოს გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, 17 აპრილს ელექტრომომარაგება თბილისის ზოგიერთ რაიონში დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), პოლიციის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, ქიზიყის, მამისაშვილის, ბაღდავაძის და ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავშნის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თარხნიშვილის, მელიქიშვილის, ხორავას, შანიძის, ჯანაშიას, ყაზბეგის, ტატიშვილის, ბაქრაძის, ბარნოვის, გუდაურის, გურგულიას, კოსტავას, ჭოველიძის და არაგვის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადასთვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკროაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, გამრეკელის, გურიელის, დადიანის და ძოწენიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი