ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა

ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, 693,000 ევროს (2,700,000 ლარის) ღირებულების ავტომანქანები კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს უკანონო მიგრაციასთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე, ევროკავშირმა პროექტის განმახორციელებელ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად შსს-ს სასაზღვრო პოლიციას 30 მაღალი გამავლობის ავტომანქანა გადასცა. ავტომანქანები წარმოადგენენ უფრო დიდი 40 ერთეულიანი პაკეტის ნაწილს, რომლის დანარჩენი 10-ის გადაცემა 2020 წლის ნოემბერში უკვე განხორციელდა. ეს სატრანსპორტო საშუალებები ხელს შეუწყობს საზღვრებზე უკანონო აქტივობების გამოვლენას და გააძლიერებს მესაზღვრეების პატრულირებისა და რეაგირების შესაძლებლობებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის სანია ჩელებიჩ ლუკოვაცის თქმით, „დღევანდელი ღონისძიება არის იმ მნიშვნელოვანი შესყიდვების პროცესის გაგრძელება, რომელსაც IOM ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ბოლო 10 წლის მანძილზე ახორციელებს”.

“ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ევროკავშირის მიერ დღეს გადაცემული ავტომანქანები საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს უკანონო მიგრაციას და დანაშაულს. აღნიშნული წარმოადგენს ევროკავშირის ფართო მხარდაჭერის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საზღვრების თანამედროვე სტანდარტებით მართვის და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ბიუჯეტია 6 მილიონი ევრო (24 მილიონი ლარი), წარმოადგენს უფრო ფართო - ევროკავშირის უსაფრთხოების, ანაგრიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE) პროგრამის ნაწილს. მათი განმარტებით, უკანასკნელ წლებში, ევროკავშირის მიერ დიდი დახმარება იქნა გაწეული საქართველოსთვის მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში და აღნიშნული საშუალებების გადაცემას ასევე, მოჰყვება მნიშვნელოვანი შესყიდვები და სასწავლო აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვრის დაცვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას.

იხილეთ ვიდეო:შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადაეცა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა