გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ არ ვიცი, დემონსტრაციულად, არ ვიცი როგორ, მაგრამ არ გამოცხადდა შეხვედრაზე - სახელისუფლებო ძალის მხრიდან ასეთი მიდგომა არის შოკისმომგვრელი

„ქართული ოცნება“ არ ვიცი, დემონსტრაციულად, არ ვიცი როგორ, მაგრამ არ გამოცხადდნენ ამ შეხვედრაზე,- ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, როგორც იცის, მათ პარტნიორებს ამის შესახებ მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით შეატყობინეს.

„დღეს რომ შევედი დავარქვი, რომ იქნებოდა შეთანხმების დღე, მაგრამ შეთანხმებას სჭირდება ორივე მხარე. მინდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ არ ვიცი, დემონსტრაციულად, არ ვიცი როგორც, მაგრამ არ გამოცხადდნენ ამ შეხვედრაზე და ეს მხოლოდ SMS-ით შეატყობინეს, როგორც ვიცით, ჩვენს მასპინძლებს. ეს არის საოცარი მიდგომა. სახელისუფლებო ძალის მხრიდან ასეთი მიდგომა ჩემთვის არის შოკისმომგვრელი. რამდენჯერმე ვიკითხე, რა ხდება მეთქი, უბრალოდ, წარმოუდგენელია“, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა