პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში” ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა

2021 წლის 8 აპრილს პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში” ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიების მიზანი მონაწილეებისთვის პროექტის მთავარი აქტივობებისა და ამოცანების გაცნობა იყო. პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის მხარდაჭერით.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ თავმჯდომარემ თემურ კაკაბაძემ და პროექტის მენეჯერმა ანა ციცაგმა დაინტერესებულ საზოგადოებას დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, იურიდიული სერვისების განვითარებითა და ეფექტური ადვოკატირების მეშვეობით. პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებზე.

პროექტის ფარგლებში თბილისში, აჭარასა და კახეთში დაგეგმილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების ჯგუფების შექმნა, რომლებიც გამოავლენენ და შეისწავლიან შეზღუდული შესაძლებლობის, გენდერული და ეთნიკური ნიშნით წარმოშობილ დისკრიმინაციის ფაქტებს, მოამზადებენ სარჩელს და საჭიროებისამებრ უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობას სასამართლოში.

ორგანიზაციის ცნობით, ინიციატივა, აგრეთვე, ითვალიწინებს საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, მოსამართლეთათვის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე დაყრდნობით, სასწავლო მოდულის შექმნას. მათი ინფორმაციით, აღნიშნული მოდულის დანერგვა სამომავლოდ შესაძლებელი იქნება იუსტიციის უმაღლესი სკოლის განგრძობით სასწავლო პროგრამებში.

„პროექტის ფარგლებში მოხდება აჭარასა და კახეთში შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე რეგიონული ორგანიზაციების გაძლიერება შესაბამისი ტრენინგებითა და მხარდაჭერის აქტივობებით.

პროექტი ითვალისწინებს ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობასაც, მოხდება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა და მათ მხარდამჭერთა კონკრეტული საჭიროებების, ყოველდღიური გამოწვევებისა და გამოცდილების შესწავლა, რომლის საფუძველზეც შეფასდება რეფორმის პროგრესი და შემუშავდება რეკომენდაციები.

პროექტის პრეზენტაციის დროს, სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი დომინიკა სკუბიდა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ვანო ბოლქვაძე და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა