თაკო ჩარკვიანი - რაღაც პროცენტია დარჩენილი, რომ გიორგი ვაშაძე დიდ შეცდომას გადახედავს, თუ ასე არ იქნება, ჩვენი გზები გაიყოფა

შესაძლოა, პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ბლოკი "სტრატეგია აღმაშენებელი" დატოვოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მიზეზი შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის პოზიციაა, რომელმაც შესაძლოა დოკუმენტს ხელი მოაწეროს და რასაც ის არ ეთანხმება.

თუმცა, როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილებას გიორგი ვაშაძესთან საბოლოო საუბრის შემდეგ მიიღებს.

"ვინაიდან, კიდევ განსახილველია ეს თემა, წინმსწრებით არ ვაკეთებ განცხადებას. არის რაღაც პროცენტი დარჩენილი, რომ კიდევ გადახედავს გიორგი ვაშაძე და "ლელოც" ამ დიდ შეცდომას. თუ ეს დოკუმენტი რაიმე ძირეულ ცვლილებას ვერ მოგიტანს, რომ შეცვალო სამართლებრივი ან საარჩევნო სისტემით რაღაც, ხელის მოწერა არაა სწორი. თუ გადახედავს, ძალიან გამიხარდება. გიორგი ვაშაძე მენანება, რომ ასეთ საჭურის დოკუმენტს ხელი მოაწეროს, რადგან მიმაჩნია, რომ დოკუმენტი იმ ცვლილებას, რისთვისაც ქუჩაში გამოვედით, არ ასახავს. რატომ უნდა მოაწერო ხელი, ჩემთვის გაუგებარია. ჩვენ ვისაუბრეთ, უფრო ღრმა საუბარს ვაპირებთ და რჩევასაც ვაპირებ. თუ ეს ასე არ იქნება ბუნებრივად გაიყოფა ჩვენი გზები. ცხადია, დავრჩებით მეგობრებად", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა