გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობას“, მთლიანად ამ კლასტერს არანაირი არჩევნები არ აინტერესებს და არ აწყობს, არჩევნები მათთვის არის წარუმატებლობის გარანტია პოლიტიკურ ველზე

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მთლიანად ამ კლასტერს არანაირი არჩევნები არ აინტერესებს და არ აწყობს, არჩევნები მათთვის არის წარუმატებლობის გარანტია პოლიტიკურ ველზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მის გარშემო შეკრებილი ჯგუფის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატები აქვს. ვოლსკის თქმით, იმედი არ აქვს, რომ შეთანხმება შედგება.

"ასი პროცენტით შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი მართულია უკრაინიდან. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ აქვთ ერთადერთი მისწრაფება დესტაბილიზაციის გზით, როგორმე, სააკაშვილი მოვიდეს ხელისუფლებაში. მაპატიოს ყველამ, ვისაც ეს არ ეხება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მათ საკმაო მასალა გააჩნიათ თავისი ხელისუფლების პირობებში, რათა მოახდინონ შანტაჟი იმ პოლიტიკური სუბიექტების, რომლებიც მათ გარეშემო არიან შეკრებილები. დისკრედიტაციისთვისაც გააჩნიათ მასალა და ასევე არ გამოვრიცხავ, რომ გააჩნიათ გარკვეული ჩანაწერები, რითიც შეუძლიათ გავლენა მოახდინო პოლიტიკურ სუბიექტებზე”, - განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა