ჯანდაცვის სამინისტრომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ორი მემორანდუმი გააფორმა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ორი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერით ინიცირებული პროექტების გაძლიერებას ითვალისწინებს. საუბარია ორ პროექტზე „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“ და „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“.

„პროექტის „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“ მიზანია, საქართველოში ზრდასრულთა ალტერნატიული ზრუნვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა.

სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება გათვალისწინებულია. ასევე, შშმ პირთა პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაცია და ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოება.

„რაც შეეხება „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობას საქართველოში (ფაზა II)“, აღნიშნული პროექტის მიზანია პირველად ჯანდაცვაში ხარისხის მართვის ინსტრუმენტების დანერგვა და პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ჩამოყალიბება.

საწყის ეტაპზე პროექტის პილოტირება, მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების შერჩეულ მუნიციპალიტეტებშია დაგეგმილი. ამასთანავე, პროექტი აგრძელებს პირველადი სამედიცინო დახმარების, ხარისხის გაუმჯობესების სისტემის სრულყოფას თბილისის 5 საპილოტე სამედიცინო დაწესებულებაში.

პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილე, თამარ გაბუნიამ და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, იან სლივამ მოაწერეს.

ალტერნატიული სერვისების განვითარების მიმართულებით კი მემორანდუმის ხელმომწერები არიან მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი, მერი მაღლაფერიძე და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორი იან სლივა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა