მიხეილ სააკაშვილი - შემოდგომაზე რეფერენდუმი იქნება, რომელიც ადგილობრივი არჩევნების პარალელურად უნდა მოვიგოთ - მეც  წინასწარ ჩამოვალ საქართველოში და პროცესის უშუალო მონაწილე ვიქნები

შემოდგომაზე რეფერენდუმი იქნება, რომელიც ადგილობრივი არჩევნების პარალელურად უნდა მოვიგოთ - ამ რეფერენდუმის წინ წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნები მოპარულად მიაჩნია, პარლამენტში უნდა შევიდეს.

„შემოდგომაზე რეფერენდუმი იქნება, რომელიც ადგილობრივი არჩევნების პარალელურად უნდა მოვიგოთ. ჩვენ იმ პარლამენტში უნდა შევიდეთ, რომელიც მოპარულად მიგვაჩნია და ეს ინსტრუმენტიც უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ასევე, დემოკრატიის ფარგლებში ყველა სხვა ბრძოლის ფორმა უნდა გამოვიყენოთ.

მეც, მიხეილ სააკაშვილიც ამ რეფერენდუმის წინ, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, წინასწარ ვიქნები თქვენთან ერთად! რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის, ამ პროცესის უშუალო მონაწილე ვიქნები. ყველას ერთიანობისკენ მოგიწოდებთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის