შარლ მიშელი - მაქვს განცდა, რომ შეთანხმებას სხვებიც შემოუერთდებიან, შეთანხმება გახდება ათვლის წერტილი მეტი თავაზიანობისთვის, მეტი სტაბილურობისთვის, რეალური და ძლიერი პოლიტიკური ნებისთვის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, გუშინდელი გადაწყვეტილება კარგი სიგნალია, მაგრამ არასაკმარისი.

როგორც შარლ მიშელი განმარტავს, პოლიტიკურმა ლიდერებმა და მთავრობამ უნდა ითანამშრომლონ.

“დარწმუნებული ვარ, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება და ხელმოწერა ბევრი პოლიტიკური ლიდერის მიერ, არის ძალიან ძლიერი სიგნალი, ძალიან ძლიერი მესიჯი, მაგრამ ეს საკმარისი არაა. პოლიტიკურმა ლიდერებმა, მთავრობამ უნდა ითანამშრომლოს იმისთვის, რომ განახორციელონ ის, რაც გადაწყვიტეს. საარჩევნო, სასამართლო და კანონის უზენაესობის რეფორმები, ეს არსებითია ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების, პარლამენტის, პრეზიდენტის, მთავრობის, მიმართ ნდობისთვის. ვინაიდან ეს არის გარანტია ხალხისთვის, მოქალაქეებისთვის, მათი საუკეთესო მომავლისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ყველაფერი მარტივად იქნება. რასაკვირველია, დემოკრატიული დისკუსია ზოგჯერ დაძაბულობას ნიშნავს, აზრთა სხვადასხვაობას ნიშნავს. მთავარი არის ერთობა, ამ ქვეყნის ინტერესები და მაქვს განცდა, რომ ამ შეთანხმებას სხვებიც შემოუერთდებიან და ეს შეთანხმება გახდება ათვლის წერტილი მეტი თავაზიანობისთვის. ასევე, მეტი სტაბილურობისთვის, რეალური და ძლიერი პოლიტიკური ნებისთვის. იმისთვის, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ქართველი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ”,- განაცხადა შარლ მიშელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა