ნინო ლომჯარია - პროკურატურას დღესვე შეუძლია ნიკა მელია გაათავისუფლოს და თუ შეთანხმება სიტუაციის სტაბილიზაციისთვის შედგა, ჩემი რეკომენდაციაა, ეს  გადაწყვეტილება  დროულად მიიღოს

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოადგილესთან, გიორგი ბურჯანაძესთან ერთად რუსთავის პენიტენციური დაწესებულება დატოვა, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა.

ნინო ლომჯარია პროკურატურას რეკომენდაციას აძლევს, რაც შეიძლება მალე იყოს ნიკა მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებული.

სახალხო დამცველის თქმით, მელიას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.

„შეთანხმების ერთ-ერთი საგანი ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებაა. ბუნებრივია, სახალხო დამცველი ამ პროცესებში ჩართულია. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ამ საკითხების გარშემო მესაუბრა, რას ფიქრობს თავად. გვქონდა ძალიან ზოგადი საუბარი. ნამდვილად არ გამოვსულვარ ციხიდან იმ მიზნით, რომ ნიკას დანაბარები საზოგადოებას გადავცე, ამ ფუნქციას ალბათ, მისი ადვოკატები შეასრულებენ. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ისევ იმ პოზიციაზეა, რაც ჰქონდა გირაოს საკითხთან დაკავშირებით. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, რომ მას ჯერჯერობით პოზიცია არ შეუცვლია, არ ვიცი რა იქნება ხვალ, ან რა შეიძლება იმის წინაპირობა გახდეს, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს. ის თვლის, რომ გირაო ამ შეთანხმების საგანი არ ყოფილა, ასევე საუბრობს იმაზე, რომ მასთან გირაოსთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები მხარეების მხრიდან არ ყოფილა.

ჩემი პოზიციაა ის, რომ პროკურატურას დღესვე შეუძლია ნიკა მელია გაათავისუფლოს, ეს გირაოს შეფარდების გარეშეცაა შესაძლებელი. თუ ხელშეკრულება იმისთვის არის დადებული, რომ პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს, ეს გადაწყვეტილება შეუძლია ძალიან თავისუფლად მიიღოს. მე და ნიკა მელიას ამის შეცვლა არ შეგვიძლია, თუმცა, ჩემი რეკომენდაცია პროკურატურის მისამართით იქნებოდა, რომ რაც შეიძლება დროზე იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა, ვერ გეტყვით, რა გეგმები აქვს პროკურატურას, ან ხელისუფლებას, რადგან თავად ხელშეკრულება ამნისტიაზე საუბრობს და თუ ამნისტიის აქტი იქნება მიღებული, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია. ნიკა მელია თვლის, რომ მან გირაო არ უნდა გადაიხადოს, ამბობს, რომ ციხეში იმის გამო ჩაჯდა, რომ მისი მხრიდან გირაოს გადახდა სამართლიანი არ იყო. შესაბამისად, ფიქრობს, რომ ამ შეთანხმების გამოსავალი გირაოს გადახდა არ უნდა იყოს",- განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც ლომჯარიამ განმარტა, მელიასთან პოლიტიკურ შეთანხმებაზე არ უსაუბრია და თემა, მხოლოდ მის გათავისუფლების საკითხს შეეხებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა