არჩილ თალაკვაძე - რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს არ აწერს - დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა, ვის სურდა პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად

რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა. ალბათ, ეს არის ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რადგან ამ ხელმოწერის შემდეგ, დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა და ვის სურდა ეს პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტში განაცხადა, რითაც ისაუბრა პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს საქართველოში კიდევ ერთხელ ვიზიტისთვის.

„სწორედ მისი მედიაციით, ძალისხმევით ჩვენ შევძელით ის, რომ შეთანხმების დოკუმენტი გავაფორმეთ, რომელიც ფართო კონსენსუსს ეფუძნება და რომელიც უზრუნველყოფს უკვე მომავლი კვრიდან საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირებას ისეთი სახით, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია. რა საკვირველია რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს არ აწერს. ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება იმ საერთო წინადადებებსა და პირობებს, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ამ დროს, როდესაც რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა ალბათ, ეს არის ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რადგან ბოლოს, ამ ხელმოწერის შემდეგ დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა და ვის სურდა ეს პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად. სინამდვილეში ფაქტი არის ერთი, რომ რაც გაფორმდა გუშინ და რაც იქნება მომავალი კვირიდან, ანუ უმრავლესობა და ოპოზიცია პარლამენტში, ეს ჩვენმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, გასულ წელს გააფორმა. სწორედ მათ გვითხრეს და მათ გააკეთეს ეს არჩევანი, რომ პარლამენტს, ოპოზიციას და უმრავლესობას ერთად უნდა ემუშავათ ამ პარლამენტში. შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩემთვის არის მადლობა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას, თანამოქალაქეებს იმისათვის, რომ ამ თვეების განმავლობაში ისინი მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს.

ჩვენ პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად მომავალშიც საქართველოს პროგრესს უზრუნველვყოფთ ერთად. მაქსიმალურ ყურადღებვას და დროს დავხარჯავთ იმ პრობლემებზე სამუშაოდ, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ პანდემიისგან გამომდინარე, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებია, ეკონომიკური ამოცანებია. ჩვენმა ქვეყანამ უნდა განაგრძოს წინსვლა, დემოკრატიის გაძლიერება და პროგრესი ევროინტეგრაციის მიმართულებით", - აცხადებს თალაკვაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა