გიორგი ხოჯევანიშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციაზე ძალადობის განმახორციელებელი და ამაში ბრალდებული ადამიანის ქმედება, პოლიტიკური პროცესის ნაწილად იქნა აღქმული

ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციაზე ძალადობის განმახორციელებელი და ამაში ბრალდებული ადამიანის ქმედება, პოლიტიკური პროცესის ნაწილად იქნა აღქმული , - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ნიკა მელიას თემაზე კომენტირებისას პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შალ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხოჯევანიშვილი იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროცესი კანონპროექტების რეალიზებაში გადაიზრდება.

„შეხვედრა გაიმართა მედიატორთან, ვისაუბრეთ იმ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომ ქვეყანა უნდა გამოვიდეს ჩიხიდან, ამისთვის შემოთავაზებული იყო დოკუმენტის ხელმოწერა. ცნობილია, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერას შევუერთდით ჩვენ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები, გახარიას გუნდის წევრები. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე.

ჩვენს ქვეყანაში არის კრიზისი როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური. ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად მიჩნეულ იქნა, მათ შორის ჩვენი გუნდის მხრიდან აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა. პარლამენტის თითოეული წევრი, უნდა გამოხატავდეს ხალხის ინტერესებს. მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გადაიზრდება, იმ საინტერესო და მნიშვნელოვან და საჭირო კანონპროექტების რეალიზებაში, რომელიც საზოგადოების დაკვეთაა“,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა