შალვა პაპუაშვილი - დაჩქარებული წესით ამნისტიის შესახებ კანონი ვერ მიიღება - დაახლოებით სამი კვირა, ერთ თვემდე დასჭირდება

დაჩქარებული წესით ამნისტიის შესახებ კანონი ვერ მიიღება - დაახლოებით სამი კვირა, ერთ თვემდე დასჭირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი შეეცდებიან კანონპროექტი შემჭიდროვებულ ვადებში დაამტკიცონ და მასზე მუშაობა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად დღესვე დაიწყება. იქნება თუ არა დღესვე შეხვედრა პარლამენტში, შალვა პაპუაშვილი ვერ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ მათთან კომუნიკაცია ექნებათ.

„შეთანხმების ხელმოწერისთანავე შეთანხმების ხელმომწერი დეპუტატები შედიან პარლამენტში და აქტიურად ერთვებიან მუშაობაში. ეს ნათელია და ამაზე ყველა შევთანხმდით, მათ შორის, გუშინ საღამოს. ამიტომ დღეიდან ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიწყებთ მუშაობას ამნისტიის კანონზე, რა თქმა უნდა, ეს პროექტი თანამშრომლობით იქნება შემუშავებული და სამშაბათს მოხდება ამ პროექტის ინიცირება, მათ შორის, ჩვენი კოლეგები სამშაბათს უკვე დაესწრებიან სხდომას. მოხდება ინიცირება და იცით, რეგლამენტით გათვალისწინებულია სამი მოსმენა. დაჩქარებული წესით ეს კანონი ვერ მიიღება, ვინაიდან არის ახალი კანონი. დაჩქარებული წესით ხდება მხოლოდ ცვლილებების მიღება, თუმცა, შევეცდებით შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში იქნას მიღებული. დაახლოებით სამი კვირა, ერთ თვემდე დასჭირდება. ჩვენ კოლეგებთან ერთად შევიმუშავებთ კანონპროექტს, იქნება სამუშაო შეხვედრა თუ „იმეილებით“ გაცვლა, მაგრამ ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამნისტია შეეხება 20 ივნისის მონაწილე ყველა იმ პირს, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული. "ეს შეეხება როგორც ნიკა მელიას, ისე მასთან ერთად ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე პოლიციელებს,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის