პაატა მანჯგალაძე - შეთანხმება არ ითვალისწინებს მორატორიუმს „ქართული ოცნების" კრიტიკისთვის - 15 მაისს კი არა, შეგვიძლია ზეგაც ჩავატაროთ აქცია, ამის პრობლემა არ არის

შეთანხმება არანაირ მორატორიუმს არ ითვალისწინებს „ქართული ოცნების" კრიტიკისთვის და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის. 15 მაისს კი არა, შეგვიძლია ზეგაც ჩავატაროთ აქცია, ამის პრობლემა ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მან ასევე ამნისტიის კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით კანონპროექტის პუნქტები ისე უნდა მომზადდეს, რომ არავის ღირსება არ შეილახოს.

„რაც შეხება პოლიციელებს, როგორც ვიცი, დაწყებულია გამოძიება, მაგრამ ყველა გათავისუფლებულია. ჩვენ ვცდილობთ, რომ ისე განვმარტოთ და ისე გავაკეთოთ ამნისტია, რომ არანაირი მორალური ზიანი არ მიადგეს იმ ადამიანებს, ვისაც ვათავისუფლებთ. ამნისტია ყოველთვის ჰუმანური აქტია და ითვალისწინებს ვიღაცას გათავისუფლებას, ამას უნდა შევეგუოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ და ვაზუსტებ, ვინაიდან კანონპროექტის შინაარსი ჯერ არ არის ცნობილი, ჩემი მთავარი პრინციპი იქნება, რომ არავის ღირსებას არ მიადგეს ჩრდილი",-განაცხადა მანჯგალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა