გია ვოლსკი - ერთადერთი გზა, რაც სააკაშვილმა იცის, ეს არეულობაა, რისთვისაც ბრძოლის ველზე აუცილებლად უნდა ჰყავდეს პოლიტიკურ პატიმრად წოდებული მოთამაშე - სამწუხაროა, მაგრამ მელია მსხვერპლია

ნიკა მელიას გათავისუფლების არანაირი სურვილი არა აქვთ - ერთადერთი გზა, რაც მიხეილ სააკაშვილმა იცის, ეს არის არეულობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

"ამ არეულობისათვის ბრძოლის ველზე აუცილებლად უნდა ჰყავდეს პოლიტიკურ პატიმრად წოდებული პოლიტიკური მოთამაშე. სხვა რესურსი გინდ ინტელექტუალური, გინდ ემოციური და გინდ პატრიოტული, არ გააჩნიათ. სამწუხაროა, მაგრამ მელია მსხვერპლია”, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე ამნისტიის გამოცემას, ვოლსკის თქმით, ამნისტია კონკრეტულ პირებს არ ეხება და ის საზოგადოებისთვის კეთდება.

"არ არის მხოლოდ მელია. ხუთი პირია გირაოთი გამოშვებული, ხოლო ფაქტები, თუ რა ხდებოდა 20 ივნისს, ტელეარქივებში დევს. ეს იყო პროვოცირება იმისა, რასაც სამოქალაქო პირების დაზიანება მოჰყვა. უამრავი ადამიანი გაბრაზებულია არამხოლოდ მელიასა და სააკაშვილზე, არამედ გაბრაზებულია ჩვენზეც, რომ კომპრომისებს ვუშვებთ. ჰკითხეთ ჩვენს მხარდამჭერებს, ჰკითხეთ თუნდაც ნეიტრალურ ხალხს, რამდენად სწორად მიჩნიათ ამნისტია და თუნდაც შეწყალება. რამდენი გაბრაზებული ადამიანია. დარწმუნებული ვარ, თუ ხელს შევუწყობთ და თუ კონკრეტული პირების პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები არ იქნება, უკეთესი იქნება. საზოგადოებაც დარწმუნდება, რომ დაპირისპირების იმ ხარისხს, რაც დღეს გაგვაჩნია, ეს სჯობია - ერთმანეთს არ ვესალმებით, მუშაობის წარმოუდგენელი რეჟიმია", - აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა