იაშვილისა და ციციშვილის კლინიკების ბაზაზე კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები ამოქმედდა

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა კორონავირუსის შემდგომი გართულებების წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საკუთარ ბაზაზე პოსტკოვიდური მართვის ცენტრები აამოქმედეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ევექსი ჰოსპიტლებიდან” აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის სპეციალური მიმართულება უზრუნველყოფს ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგსა და შესაბამის მკურნალობას იმ პატარა პაციენტებისთვის, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს.

„კოვიდგადატანილი პაციენტების მართვა სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტის კოორდინაციას გულისხმობს და ხშირად აერთიანებს როგორც პედიატრს, ისე ბავშვთა ინფექციური დაავადებების ექიმს, ბავშვთა კარდიორევმატოლოგს, რეანიმატოლოგს, ნევროლოგს, ჰემატოლოგსა და ბავშვთა ნეფროლოგს. მ.იაშვილისა და ი. ციციშვილის კლინიკებში შემუშავებულია კონსულტაციებისა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების სპეციალური პაკეტი იმ პატარა პაციენტებისთვის, რომლებმაც გადაიტანეს (ან ეჭვია, რომ გადაიტანეს) მწვავე კოვიდი, ან მულტისისტემური ანთებითი სინდრომი.

არსებული შეთავაზება მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის პაკეტით ან პირდაპირ მიმართოს გადამზადებულ პედიატრს, რომელიც თავად განსაზღვრავს აუცილებელი დიაგნოსტიკური ღონისძიებების ჩამონათვალს. აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტ კოვიდ ცენტრის სამედიცინო პერსონალი გადამზადებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის და ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის მიერ.

სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აღნიშნული ცენტრები მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პატარა პაციენტებს პედიატრის მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობს.

ევექსის ჰოსპიტალური ქსელი 5 მაისამდე კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრებს ქუთაისისა და ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზეც აამოქმედებს, რაც მოსახლეობისთვის სერვისზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას გაზრდის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 2 600 600 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.evexhospitals.ge.“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა