გია ვოლსკი - ასეთი პოზიციებით გამოსვლა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს და სხვაც მასზე აყოლილი, არის ჩაშლის მცდელობა იმ შეთანხმების, რასაც მივაღწიეთ

ასეთი პოზიციებით გამოსვლა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს და სხვაც მასზე აყოლილი, არის ჩაშლის მცდელობა იმ შეთანხმების, რასაც მივაღწიეთ,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ამნისტიის თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებებს.

მისი თქმით, ამნისტია არის პოლიტიკური აქტი, რომელიც ხორციელდება იმის მიუხედავად თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გააჩნია ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

„საქართველოში უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ სტაბილურობა იქნას მიღწეული გრძელვადიან პერიოდში. შარლ მიშელმა და ყველამ, ვინც ამ საკითხებში იყო ჩართული, სრული ინფორმაცია მიიღეს ყველა საკითხზე და არსებობს მყარი პოზიცია პოლიტიკური სუბიექტების და საზოგადოების დიდი ნაწილის, რომ საერთოდ, რაც მოხდა იმ პერიოდში, ამის პროვოცირება მოახდინა პარლამენტში შემოჭრის სურვილმა და მელიას მიერ ორგანიზებულმა გათვლილმა სტრატეგიამ, რომ კონსტიტუციური წეს-წყობილება ძალისმიერი მეთოდით ყოფილიყო საქართველოში უგულებელყოფილი.

აქედან გამომდინარე ძალადობის ფაქტების შეფასება სხვადასხვანაირია. საზოგადოებამაც აგრესიული პოზიცია გამოხატა, როგორც ერთი პოლიტიკური ძალის, ასევე უმრავლესობის მხარდამჭერებმა. პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა აიღონ პოლიტიკურმა სუბიექტებმა გულისხმობს არა კონკრეტულ გვარებს, არამედ აქტს, რომელმაც წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაში. მე არც პოლიციელების ადვოკატი ვარ, მითუმეტეს არც მელიას და რურუას ადვოკატი ვარ, არც იმ ხუთი პიროვნების, ვინც დროებით არიან გამოშვებულები გირაოთი, ეს არის დამოკიდებულება რაც პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა გამოხატონ პოლიტიკური ვითარების მიმართ და საქართველოში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ამ აქტით,"- განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა