თამარ გაბუნია - ტესტების მარაგები სისტემატურად იწურება და ივსება

ტესტების მარაგები სისტემატურად იწურება და ივსება, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, ვახტანგ კალოიანის ბრალდებას ტესტების მარაგების დეფიციტთან დაკავშირებით.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრომ შეიძინა მილიონი ტესტი, რომელიც ქვეყანაში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა და არანაირი შეფერხება ტესტირების პროგრამაში არ იქნება.

„ანტიგენი და სწრაფი ანტიგენტესტები დამატებითი 1.5 მლნ ოდენობით შევიძინეთ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში. მოწოდება დასრულდება მომდევნო კვირის დასაწყისში. მანამდე ქვეყანაში არის მარაგი ქსელშიც და ასევე გარკვეული რაოდენობა დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც. 400 ათასამდეა PCR ტესტის მარაგი”, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ვახტანგ კალოიანის ინფორმაციით, საქართველოში ანტიგენბაზირებული ტესტების დიდი დეფიციტია. მისი თქმით, შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როდესაც ვერ მოვახერხებთ ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს