იაგო ხვიჩია - მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარტიის „კანონი და სამართალი" ლიდერი თაკო ჩარკვიანი და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ. ამის შესახებ ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ხვიჩია აცხადებს, აღნიშნულზე მას და „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი აქვთ დადებული.

„მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევა, ასე ვამბობ მე, სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ არ შევა. ასევე, ბატონ შალვა ნათელაშვილზე.

ზოგადად მგონია, რომ ყველა შევლენ. ხალხი, რომელიც უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა მთელი პროცესის მიმართ, ვისაც შეთანხმება უნდოდა. ისინი შეთანხმების შედეგებით დიდი სიამოვნებით ისარგებლებენ. ჩვენზე წინ დასხდებიან პარლამენტში. ორ კვირაში ესენი პარლამენტში იჯდებიან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება.

„ვერ ავცდებით იმას, რომ ამ ხალხს მოუწევს იმ სიტყვებზე პასუხის გაცემა, რითაც უშვერად ლანძღავდნენ საკუთარ კოლეგებს“, - დასძინა ხვიჩიამ.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა