საბაჟო კონტროლის ღონისძიებები ორი მილიონ რვაასი ათასზე მეტი საფოსტო გზავნილის მიმართ განხორციელდა

საბაჟო კონტროლის ღონისძიებები ორი მილიონ რვაასი ათასზე მეტი საფოსტო გზავნილის მიმართ განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა „აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საჰაერო გზით შემოსული ტვირთების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, ექსპორტისა და სხვადასხვა საბაჟო რეჟიმში მოქცევის პროცესს დაესწრნენ.

„საჰაერო ტვირთებისა და საფოსტო გზავნილების სპეციფიკიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მიერ, 2021 წლის მონაცემებით, საბაჟო პროცედურების შესრულების შედეგად, 6 300 ტონაზე მეტი ტვირთის დამუშავება განხორციელდა. თანამედროვე საბაჟო აღჭურვილობა, მათ შორის ტვირთების დათვალიერების რენტგენო სკანერები, ხელს უწყობს უსაფრთხოების დაცვას და იმავდროულად, ამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას.

აღსანიშნავია, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, ბოლო 6 თვის მონაცემებით, „აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მებაჟე ოფიცრების მიერ, 14 ათას ხუთასზე მეტი დეკლარაცია გაფორმდა, ხოლო შესაბამის პროგრამულ სისტემაში დამუშავებულმა საფოსტო გზავნილების რაოდენობამ ორ მილიონ რვაასი ათასს გადააჭარბა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც რეგიონის ძირითადი ტრანზიტული დერეფანი, საბაჟო კონტროლის პროცედურებს შეუფერხებლად, სწრაფად და მარტივად ახორციელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა