მიხეილ ბოცვაძე - პირველ რიგში, ქვეყანაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურობა უნდა შენარჩუნდეს

ქვეყანაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურობა უნდა შენარჩუნდეს, გენერირებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი კი კვლავ მაქსიმალურ ნიშნულს უნდა უახლოვდებოდეს, რაიმე სახის დანაკარგი გამორიცხული უნდა იყოს, - ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ათობით მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული გუმათის კასკადზე, ლაჯანურჰესზე და რიონის ფიდროელექტროსადგურზე.

„განხორციელებულ ინვესტიციებზე და საქართველოს ენერგოსისტემაში ,"ენერგო-პროს“ მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურში, სადაც იმყოფებოდნენ ჩეხეთის მაღალი რანგის სტუმრები.

,,ენერგო-პრო ჯორჯია" გენერაციის წარმომადგენლებმა და გენერალურმა დირექტორმა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიხაელა მარკსოვას, ჩეხეთის ელჩს საქართველოში პეტრ მიკისკას და ელჩის მოადგილეს იანა გაშპარიკოვას დაათვალიერებინეს ზაჰესის ჰიდროელექტროსადგური და ინფორმაცია გააცნეს ,,ენერგო-პროს“ საქართველოში მუშაობის შესახებ”, - ნათქვამია „ენერგო პრო ჯორჯიას“ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა