ამირან გამყრელიძე - იმუნიზაცია ყველაზე დიდი სიკეთეა, რომელმაც უნდა დაამარცხოს ეს ვერაგი მტერი, რასაც კორონავირუსული ინფექცია ჰქვია

იმუნიზაცია გახლავთ ყველაზე დიდი სიკეთე, რომელმაც უნდა დაამარცხოს ეს ვერაგი მტერი, რასაც კორონავირუსული ინფექცია ჰქვია, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტომა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, პანდემიას და კოვიდ 19-ით შედეგად სიკვდილიანობას აცრების გარდა, ვერაფერი შეაჩერებს.

„იმუნიზაცია ქვეყნის ეკონომიკის გახსნის გასაღებია, ჩვენი ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების და ღირსეული ცხოვრების. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, აქ ჟურნალისტები ბრძანდებით, თქვენზე ბევრია დამოკიდებული, რაც მეტს ვისაუბრებთ წელს იმუნიზაციის შესახებ, რაც მეტ ადამიანთან მივიტანთ ინფორმაციას,რომ სწორედ იმუნიზაცია გახლავთ ყველაზე დიდი სიკეთე, რომელმაც უნდა დაამარცხოს ეს ვერაგი მტერი, რასაც კორონავირუსული ინფექცია ჰქვია. დღეს, სამწუხაროდ, ქვეყანაში 24 საათში კოვიდ პანდემიით 11 ადამიანი დაგვეღუპა, მსოფლიოში 950 მილიონი ადამიანია აცრილი, სამწუხაროდ, მსოფლიოში დაღუპულია 3 მილიონი ადამიანი. ამიტომ, ამას აცრების გარდა ვერაფერი გააჩერებს. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, თითოეულმა ჩვენთაგანმა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?