გიორგი ვაშაძე - კატეგორიულად ვემიჯნები და ვგმობ ყველანაირ მცდელობას ნიკა მელიაზე გადაიტანონ პასუხისმგებლობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებულ საკითხებს ეხმიანება. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს აღნიშნულ საკითხზე მისაღებ კანონპროექტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იღებენ ის პოლიტიკური ძალები, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

„კატეგორიულად ვემიჯნები და ვგმობ ყველანაირ მცდელობას ნიკა მელიაზე გადაიტანონ პასუხისმგებლობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ამნისტიის კანონის მიღებაზე პასუხს ვაგებთ ის პოლიტიკური ძალები ვინც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს. მე ვაპირებ შევასრულო ჩემი ვალდებულება და ნიკა მელია გათავისუფლდეს ამნისტიის კანონით. გარდა ამისა, ამნისტიის კანონის მიღებამდე ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევძლოთ მისი უფრო ადრე გათავისუფლება ვიდრე ამნისტიის კანონი იქნება მიღებული, მაგრამ მოგეხსენებათ, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული და „ქართულ ოცნებაზეცაა“ დამოკიდებული ეს ნაბიჯი. გარდა ამისა, რომ დასრულდეს არასწორი ინტერპრეტაციები, გირაო არ არის ალტერნატივა ამნისტიის კანონის. ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი იყო, მელიას საქმე და არა მარტო მისი საქმე, პროტესტში მონაწილე სხვა პიროვნებების საქმეებიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და ამის ერთადერთი გზა არის ამნისტიის კანონი, რადგან გირაო ევროკავშირს რომც გადაეხადა, ეს ნიშნავდა, რომ მელია გამოვიდოდა საპატიმრო დაწესებულებიდან მაგრამ შემდეგ ისევ შეებრუნებინა უკან „ქართულ ოცნებას“ და მგონი ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება მიკერძოებულია, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას იღებენ და უპრობლემოდ ჩასვამდნენ ციხეში ნიკა მელიას განმეორებით“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვაშაძე ასევე იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ამნისტიის კანონპროექტს გმობს და აქვე აზუსტებს, რომ საუბარი ნიკა მელიაზე არ აქვს. მისი აზრით, ამ ადამიანებმა პროცესიდან ხელების დაბანა გადაწყვიტეს, თუმცა ის ამ გზის არჩევას არ აპირებს და საქმეს, რომელიც ქართველი ხალხის წინაზე აიღო ბოლომდე შეასრულებს.

„მივმართავ მათ, ვინც ერთის მხრივ გმობენ ამნისტიას და მე ვსაუბრობ არა ნიკა მელიაზე არამედ სხვა ადამიანებზე და მეორე მხრივ ელოდებიან ამ კანონის მიღებას, რომ შებობღდნენ პარლამენტში რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს არის პილატე პონტოელის მსგავსი ქმედება, ხელები დაიბანეთ პროცესიდან მაგრამ პროცესით გინდათ, რომ შედეგები მიიღოთ. რაზეც ავიღე პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე ყველაფერს შევასრულებ, და ზედმიწევნით მოვთხოვ „ქართულ ოცნებას“ შეასრულოს ყველა თავისი პირობა“, - აცხადებს ვაშაძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი თავის განცხადებაში თვალების დამთხრელებთან დაკავშირებით გამოთქმულ აზრს, თითქოს ამნისტიის კანონი მათაც შეეხებათ, სპეკულაციად აფასებს.

„კიდევ ერთი სპეკულაცია, რომ თვალების დამთხრელებზე გავრცელდება ამნისტიის კანონი, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი იმიტომ, რომ თვალების დათხრა ეს არის კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულის ქმედება, რომლის ამნისტიის უფლება არ გვაქვს ჩვენ. ამაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას წარდგენილი აქვს სარჩელი სასამართლოში“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა