ეკა ბესელია - შეთანხმებაზე ხელმოწერა ნაჩქარევად მოხდა - ვშიშობ, ამ ჭიდილში, ამდენი ძალისხმევის შედეგად მიღწეული ისევ არ დარჩეს შეუსრულებელი, რადგან ყველაზე რთული პროცესი ახლა იწყება

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ შეთანხმებისთვის ხელმოწერა ნაჩქარევად მოხდა. აღნიშნულის შესახებ ბესელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

როგორც ბესელიამ განმარტა, ის შიშობს, დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეული შეთანხმება შეუსრულებელი არ დარჩეს.

„როცა ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფებოდა, სწორედ მაშინ დაიძრა ყინული და უცებ დაიწყო ხელმოწერის პროცესი, ცოტა ნაჩქარევად მოხდა მაინც. 6 თვე ნაბიჯ-ნაბიჯ რომ მოდიოდა ეს პროცესი აქამდე, ერთი-ორი დღე კარგად რომ გაეაზრებინათ და ცოტა იურისტებისთვისაც ეკითხათ, ეს უხერხულობები არ იქნებოდა, რაც ახლა დგას.

ხელი მოეწერა დოკუმენტს, მწარე სჯა-ბაასია, როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი ერთ კვირაში. დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისევ აგრძელებდა მოსამართლეების შერჩევის პროცესს, ამ დროს, დოკუმენტში წერია, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი გამოკვეთილი წარმომადგენელი - გვრიტიშვილი ამბობს, ჩვენ არ გვაინტერესებს ეს შეთანხმება, რადგან სასამართლო პოლიტიკური პროცესებისგან შორს არისო. ამ დროს, მართლმსაჯულების პრობლემამ ეს ქვეყანა თავდაყირა დააყენა, სენატის რეზოლუციაც და კიდევ სხვა რეზოლუციებიც იმიტომ არის, რომ მართლმსაჯულების რეფორმირების გაჩერებამ ძალიან სერიოზული პრობლემები შექმნა ქვეყანაში. ახლა ვხედავთ იგივე პრობლემას. ამ ჭიდილში მე ცოტა ვშიშობ, რომ ამდენი ძალისხმევის შედეგად მიღწეული კონტრაქტი, ისევ არ დარჩეს შეუსრულებელი, რადგან ყველაზე რთული პროცესი ახლა იწყება“, - განაცხადა ბესელიამ.

მან ასევე ისაუბრა ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების გზებზე და აღნიშნა, რომ ამის მოკლე და პირდაპირი გზაც არსებობს.

„მელიას გათავისუფლებაზე მათ მოუწევთ რაღაც სხვა გზის არჩევა, თუნდაც, მესამე გზის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, სახალხო დამცველმაც ისაუბრა. საპროცესო კოდექსში ეს მოკლე გზა არის, როცა აღკვეთ ღონისძიებას საერთოდ უუქმებ, ან ვითარების შეცვლის გამო, პირის მიმართ დევნას შეწყვეტ - ეს არის მოკლე, პირდაპირი გზა და საერთოდ, რატომ არის ამდენი დისკუსია ამ საქმეზე, რატომ არ ეუხერხულებათ, ესეც მიკვირს, მაგრამ რთული პროცესია", - განაცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა